საპარიკმახერო კურსი

საპარიკმახერო კურსი

საპარიკმახერო საბაზო 4-თვიანი კურსი „მელანჟი“-ს თბილისის ან ბათუმის ფილიალში!
კვირაში 6 დღე დილის 11.00-დან საღამოს 19.00-მდე.

კურსის ღირებულება: 2200 ლარი.

 შესაძლებელია TBC ბანკის შეღავათიანი განვადებით სარგებლობა!
განვადებისთვის გამოიწერება სპეციალური ინვოისი შეღავათიანი
პირობებით ჩვენი მოსწავლეებისთვის.

კურსზე შეისწავლება:

• ვარცხნილობის ისტორია
• თმის დიაგნოსტიკა
• სახის და თავის მოყვანილობა
• სტილისტის სამუშაო ინსტრუმენტები
• სანიტარული ნორმები
• ქალთა და მამაკაცთა შეჭრის ტიპები და ტექნოლოგიები
• დავარცხნის ყველა კლასიკური და თანამედროვე სტილი და მეთოდი
• საბაზო ვარცხნილობები
• კოლორისტიკის საფუძვლები
• თმის შეღებვისა და მელირების მეთოდები (მინიმუმ 2 პროფესიონალური ბრენდის მასალით)
• თმის ქიმიური დახვევის თანამედროვე მეთოდიკა
• თმის ხანგრძლივი გასწორება კერატინით
• თმის მოვლის პროცედურები
• თმის მოვლის პროდუქციის სწორი გამოყენება

ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდება უშუალოდ მოქმედი სალონის ტერიტორიაზე, რაც ხელს უწყობს მომავალი სტილისტის სწრაფ ადაპტირებას.

სწავლის დაწყებამდე სტუდენტთან ხდება გასაუბრება, მოწმდება შემოქმედებითი აზროვნების, ანგარიშისა და სხვა უნარები, რომელიც აუცილებელია მომავალი წარმატებული სტილისტისათვის.

სწავლის პროცესში სტუდენტს ვეხმარებით აუცილებელი საპარიკმახერო იარაღების შეძენაში.

კურსის ბოლოს, მოსწავლე აბარებს გამოცდას – თმის შეჭრა-შეღებვა და დავარცხნა, მამაკაცის თმის შეჭრა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

მელანჟის სკოლის კურსდამთავრებულები, მიღებული ცოდნისა და დიპლომის საფუძველზე, ადვილად საქმდებიან წამყვან სილამაზის სალონებში როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.