ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

მელანჟის შესახებ

სილამაზის სალონების ქსელი „მელანჟი“ დაარსდა და პირველი ფილიალი გაიხსნა 2006 წლის თებერვალში. ოფიციალურად ბრენდი დაბადების დღეს აღნიშნავს 1 მარტს.

დღეს „მელანჟი“-ს სილამაზის სალონების ქსელი მოიცავს ხუთ ფილიალს. აქედან ორი ფილიალი არის ბიზნეს კლასი და სამი სტანდარტ კლასი.

„მელანჟი“-ს  სალონების ქსელი გთავაზობთ მაღალი ხარისხის სალონურ მომსახურებას პროფესიონალი სპეციალისტებისა და საერთაშორისო ბრენდების პროდუქციით სერვისებზე:

  • თმის მოვლა
  • მანიკური-პედიკური
  • კოსმეტოლოგია
  • ეპილაცია
  • ვიზაჟი
  • სოლარიუმი

კლიენტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, ჰიგიენური ნორმების მაღალ დონეზე დაცვა და კონტროლი, შედეგებზე ორიენტირებული მომსახურება – მცირე ჩამონათვალია იმ სიიდან რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კომპანია.

„პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა არის ჩვენი პრიორიტეტი. „მელანჟი“ უკვე დიდი ხნის წინ იქცა ბრენდად, რომელიც დიდ ნდობას და პატივისცემას იწვევს მომხმარებელში. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას და კარგად ერკვევიან თანამედროვე ტენდენციებში. მათ შეუძლიათ ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება“. – კომპანიის დამფუძნებელი მაია გიორგობიანი.

მელანჟი – თქვენი გზა სილამაზისკენ…

შენ

მშვენიერი ხარ!

ჩვენი გუნდი