თმის შეჭრა ცხელი მაკრატლით JAGUAR
თმის შეჭრა ცხელი მაკრატლით – არის ბოლო დროის ყველაზე ეფექტური საშუალება გაყოფილი და მტვრევადი თმის გასაჯანსაღებლად.
„ცხელი“ შეჭრა კეთდება გერმანული ფირმის, “JAGUAR”-ს „ცხელი“ მაკრატლით. ინსტრუმენტი გავს ჩვეულებრივ მაკრატელს, მაგრამ მიერთებულია ელექტრო–ქსელს. მაკრატლის შიდა პლასტინები ცხელდება, ტემპერატურა აუცილებლად რეგულირდება თმის ხარისხის მიხედვით. შეჭრის პროცესში თმის ყოველი ღერი მუშავდება,რაც ამციერებს მტვრევადობას და დაყოფას, უბრუნებს თმას სიჯანსაღეს, ბზინვარებას, აჩქარებს თმის ზრდას და არეგულირებს თმის ძირების გაცხიმიანებას.
განსაკუთრებული შედეგისთვის სასურველია 3 – 4-ჯერ პროცედურის ჩატარება. „ცხელი“ შეჭრა გრძელდება დაახლოებით ერთი საათი ან მეტი, რაც დამოკიდებულია თმის მდგომარეობაზე.
გვეწვიეთ თქვენთვის სასურველ ფილიალში, ჩვენთან ნებისმიერი კონსულტაცია უფასოა.