„მელანჟი“-ს ქსელში მკაცრად კონტროლდება დეზინფექციის და სტერილიზაციის ნორმები.
ინსტრუმენტები და ყველა სამუშაო ადგილი მუშავდება ნორმებით დაწესებული ყველა საფეხურის გავლით.
ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის სადეზინფექციო ხსნარებს, რომლებიც აგრეთვე გამოიყენება ქირურგიაში და რეგისტრირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.
საპარიკმახერო იარაღების სტერილიზაციის წესები:
მაკრატელი, თმის სამაგრები და მანქანის თავები, ყველაფერი რაც ეხება კანს, ექვემდემდებარება მაღალი დონის დეზინფექციას.
- ჩალბობა საპნიან წყალში 5-10 წთ, წყლის ქვეშ გარეცხვა ჯაგრისით, გამშრალება, სადეზინფექციო ხსნარში ჩადება, შემდეგ გარეცხვა გამდინარე წყლის ქვეშ და შენახვა.
- პლასტმასის იარაღების დეზინფექცია ტარდება ულტრაიისფერ კამერაში.
- მაგიდა და თარო ყოველი მომსახურების შემდეგ იწმინდება 5% სადეზინფექციო ხსნარით.
- სავარცხლები და ჯაგრისები ყოველი გამოყენების შემდეგ სუფთავდება თმებისგან, ირეცხება საპნიან წყალში და მუშავდება სპრეით ან იდება ულტრაიისფერ კამერაში.
მანიკურის და პედიკურის იარაღების სტერილიზაცია:
Mikrobac forte – გამოიყენება საპედიკურე ჯაკუზის და მანიკურის ჯამების ცივი სტერილიზაციისთვის
Korsolex basic – ძლიერი პრეპარატი, რომელსაც გავლილი აქვს შემოწმება ევროპაში და გამოიყენება სამუშაო ზედაპირებისა და პედიკურ-მანიკურისთვის საჭირო ინსტრუმენტების სტერილიზაციისათვის.
Sterilium, Cutacept, Bacilol up ( end-dez) – გამოიყენება კანის უშუალო დამუშავებისთვის.
გვინდა გაცნბოთ, რომ ე.წ. „ერთჯერადი პარკი“ საპედიკურე
ჯაკუზისთვის, არ მოითხოვება სანიტარული დეპარტამენტის მხრიდან
და არ იცავს თქვენს ჯანმრთელობას, თუ არ მოხდა ჯაკუზის სათანადოდ
დამუშავება!
მანიკურის იარაღების სტერილიზაციის ეტაპები:
- ჩალბობა საპნიან წყალში – 10 წთ.
- გამდინარე წყალში გარეცხვა, შემდეგ გაშრობა და სადეზინფექციო 2% ხსნარში (Korsolex) ჩადება 15 წთ.
- გამდინარე წყალში გარეცხვა, შემდეგ გაშრობა, „კრაფტ-პაკეტში“ მოთავსება და 200 გრადუსზე ცხელ ღუმელში ჩაწყობა.
საპედიკურე ჯაკუზის სტერლიზაციის ეტაპები:
- გარეცხვა წყლით, სპეციალური საპნით გახეხვა, გავლება.
- 5% – ხსნარით (Korsolex) დამუშავება, რომლის 15 წთ გაჩერება გვაძლევს „ცივი“ სტერილიზაციის შედეგს.
- წყლით კარგად გავლება და გავსება.
სუფთა იარაღები ინახება გამოყენებული იარაღებისგან ცალკე.
ყველა ზემოთხსენებული პროცედურა თქვენი უსაფრთხოების გარანტია.
თქვენი ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
გისურვებთ წარმატებას და ჯანმრთელობას!