კომპანია “მელანჟი ჯორჯია” დაარსდა 2006 წელს თბილისში, და დღესდღეობით აერთიანებს რამოდენიმე მსხვილ მიმართულებას:
სილამაზის სალონების ქსელი „მელანჟი“ დაარსდა და პირველი ფილიალი გაიხსნა 2006 წლის თებერვალში.
სალონების ქსელი მოიცავს ოთხ ფილიალს თბილისში. სალონებიდან ორი ფილიალი არის ბიზნეს კლასი და ორი სტანდარტ კლასი.
„მელანჟი“-ს სალონების ქსელი გთავაზობთ ყველა სახის სალონურ მომსახურებას პროფესიონალი სპეციალისტებისაგან და მაღალი ხარისხის პროდუქციას საერთაშორისო ბრენდებისგან.
პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, ხარისხიანი პროდუქცია და შედეგებზე ორიენტირებული მომსახურება არის კომპანიის პრიორიტეტი.
„მელანჟი“ უკვე დიდი ხნის წინ იქცა ბრენდად, რომელიც დიდ ნდობას და პატივისცემას იწვევს მომხმარებელში.