თმის დაგრძელება

 

თმის დაგრძელების სამი ყველაზე აქტუალური მეთოდი:

  1. თმის მეტალის მძივებით დაგრძელების, ე.წ. ცივი მეთოდი – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტექნოლოგიაა. იმის გამო, რომ თმის ბოჭკოები თმის ძირებთან ძალიან ახლოს მაგრდება, ეს არის ოპტიმალური ვარიანტი მოკლე-თმიანი ქალბატონებისთვის.
    ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივად განაგრძოთ თმის დაბანა, თერმული დამუშავება (ფენით გაშრობა, დაყენება), საცურაო აუზზე, ზღვაზე სიარული და ა.შ. თუმცა, საჭიროა სიფრთხილე თმის დავარცხნის დროს, რომ არ დაზიანდეს მეტალის მძივები. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სავარცხელი.
  2. თმის კერატინით დაგრძელების ცხელი მეთოდი – ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტექნოლოგია ამ სფეროში. თმის ბოჭკოები მაგრდება კერატინის დამდნარი კაპსულებით, რომლებიც დნობის პროცესში ბრტყელდება, და ამარტივებს თმის შემდგომში დავარცხნის პროცესს. ეს მეთოდი იდეალურია ქალბატონებისთვის, რომელთაც ბუნებრივად თხელი თმა აქვთ.
  3. Extend Magic – თმის დაგრძელების ცხელი მეთოდის კომპლექტი, რომელშიც გაერთიანებულია ყველა არსებული მსგავსი ტექნოლოგია.
    Extend Magic-ის აპარატის დახმარებით მიიღება პატარა ზომის, აკურატული კაპსულები. პრაქტიკაში პირველად, შესაძლებელია ეს პროცედურა გამოიყენონ როგორც ქალებმა, ისე მამაკაცებმაც. მიკრო-კაპსულური მეთოდი საშუალებას იძლევა დაიგრძელოთ ე.წ. „ჩოლკა“ და თმა საფეთქელებზეც კი მიიმაგროთ. ასევე, მიკრო-დაგრძელება იდეალური ვარიანტია ქალბატონებისთვის, რომლებსაც გამოკვეთილი თმის ცვენა აწუხებთ.
    ნატურალური თმის ბოჭკოები არ აზიანებენ თქვენი თმის სტრუქტრას.
    კაპსულის მცირე ზომის გამო, დაგრძელებულ თმას არ დაეტყობა ხელოვნურობა და თქვენი განახლებულ, ხშირ და ლამაზ თმას სრულიად ბუნებრივი შეხედულება ექნება.

თმის დაგრძელების შედეგების მაქსიმალური გახანგრძლივებისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • თმა უნდა უნდა დაივარცხნოთ სპეციალური სავარცხლით.
  • საცურაო აუზში და ზღვაზე გამოიყენეთ დამცავი ქუდი.
  • სასურველია გამოიყენოთ სპეციალური პროდქუტები (შამპუნი, კონდიციონერი, მკვებავი ნიღაბი)
  • რეკომენდირებულია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა კორექციასთან დაკავშირებიდ.
  • მოვლის და დროული კორექციის შემთხვევაში ეფექტის ხანგრძლივობა იქნება 3 თვიდან 1 წლამდე.